პეტრო პოროშენკომ რეფორმების საბჭოში ტონი ბლერი მიიწვია

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რეფორმების საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოში ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი მიიწვია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურში განაცხადეს. პოროშენკომ ამ პოსტის დაკავება ბლერს მასთან შეხვედრაზე შესთავაზა.
„უკრაინის მეთაურმა შესთავაზა ტონი ბლერს, გააზიაროს მისი გამოცდილება სახელმწიფო მმართველობის საკითხში უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების საერთაშორისო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის შედეგად“, – ნათქვამია პრესსამსახურის ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ რეფორმების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები