იემენში ორი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
„ალ-ქაიდას“ „ბოევიკებმა“ იემენში ორი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. ისინი ისლამისტებმა აშშ-ს სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
„მათ ორი ადამიანი ქალაქ მუკალას სანაპიროზე წაიყვანეს და იქ შეკრებილი ადამიანების თვალწინ დავხრიტეს“, – განუცხადა სააგენტოს ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
როგორც სოციალურ ქსელებში გავრცელებული სურათებიდან ჩანს, ამის შემდეგ „ბოევიკებმა“ დახოცილთა ცხედრები ერთ-ერთ ხიდზე ჩამოჰკიდეს. ტერირისტებმა ეს ადამიანები არაბეთის ნახევარკუნძულზე „ალ-ქაიდას“ ლიდერის განადგურების მეორე დღეს დახოცეს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უპილოტო თვითმფრინავებმა ავიადარტყმის შედეგად ნასერ-ალ-ვახიში გაანადგურეს, რომელიც არაბეთის ნახევრკუნძულზე ამ ტერორისტულ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა.