საფრანგეთის სასამართლოს წარმომადგენლებმა საზღვარგარეთ რუსეთის სახელმწიფოს ქონების დაყადაღება დაიწყეს

საფრანგეთის სასამართლოს წარმომადგენლებმა საზღვარგარეთ რუსეთის ქონების დაყარაღების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დაიწყეს. ეს მოქმედებები კომპანია „იუკოსის“ ყოფილი აქციონერების მიერ შეტანილი სარჩელის საფუძველზე განხორციელდა. საუბარია 2014 წლის 18 ივლისს ჰააგაში მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დებიტორული დავალიანების და საბანკო ანგარიშების დაყადაღებაზე. აქ რუსეთის კომპანიები და დიპლომატიური წარმომადგენლობები შედის.

როგორც სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება, რუსეთის ხელისუფლების საერთო დავალიანება მოსარჩელის წინაშე 39 მილირდ 900 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ასეთივე გადაწყვეტილებები ბელგიაში რუსეთის სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებითაც არის მიღებული. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმტრი პესკოვმა ამ საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის მთავრობის შესაბამისი ქვედანაყოფი და ადვოკატები ამ საკითხით არიან დაკავებულები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები