პოროშენკომ უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის გადაყენების ბრძანებას ხელი მოაწერა
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უმაღლეს რადაში დადგენილება შეიტანა უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის ვალენტის ნალივაიჩენკოს გადაყენების შესახებ. ამის თაობაზე უკრაინის პარლამენტის ვებგვერდი იუწყება.
2 დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ნალივაიჩენკოს გადაყენების შესახებ „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ ფრაქციის სხდომაზე განაცხადა. სააგენტო „უნიანის“ ინფორმაციით, პოროშენკომ გადაწყვიტა, ნალივაიჩენკო საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშნოს.