სამხრეთ კაროლინის შტატში ბოროტმოქმედმა ეკლესიაში 9 ადამიანი მოკლა
აშშ-ს სამხრეთ კაროლინის შტატის ქალაქ ჩარლსტონში მამაკაცმა ეკლესიაში სროლა ატეხა, რის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. ამის შემდეგ მკვლელი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.
ეს თეთრკანიანი მამაკაცია, რომელიც დაახლოებით 21 წლისაა. სროლა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაარსებულ ეკლესიაში მოხდა, რომლის მრევლი უმეტესად ჩარსლტონის შავკანიანი მოსახლეობაა. თავდასხმის მოტივები ამ დროისთვის უცნობია. დაღუპულთა შესახებ ინფრომაცია ტვიტერში ადილობრივი გამოცემის Post and Courier-ის კორესპონდენტმა მელისა ბოტონმა დაწერა. მან ასევე გამოაქვეყნა შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტოები.