ვაკე-საბურთალოს ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება 21:00 საათამდე შეუწყდება
ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე 900 მმ-იანი მაგისტრალური მილდენის დაზიანების გამო, ვაკისა და საბურთალოს ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. აღნიშნულ უბნებს სასმელი წყალი 21:00 საათისთვის აღუდგებათ.
კომპანიის ინფორმაციით, ტექნიკური ბრიგადები უკვე ადგილზეა მობილიზებული, დაწყებულია ქსელების წყლისგან დაცლა, რის შემდეგაც დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოები ჩატარდება. “წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ფეისბუქის ოფიციალურ გვერდსა და ვებგვერდზე – http://www.georgianwater.com/ka ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის „ცხელ ხაზს“ (2 93 11 11 ) და ვებგვერდის ინტერნეტჩეთს”, – ნათქვამია განცხადებაში.