ეუთოში ადასტურებენ, რომ უკრაინაში სპეციალური წარმომადგენელი ავსტრიელი დიპლომატი იქნება
ეუთოს გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ზანიერმა დაადასტურა, რომ ჰაიტი ტალიავინის ადგილს უკრაინაში სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე ავსტრიელი დიპლომატი დაიკავებს.
„მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის ავსტრიელი დიპლომატი იქნება. ვინაიდან ჯერჯერობით ოფიციალური წარდგინება არ ყოფილა, მე არა მაქვს უფლება, დავასახელო მისი ვინაობა“ – განაცხადა ზამიერმა.
მანამდე გაზეთი Kurier-ი ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ჰაიდი ტალიავინის ნაცვლად ეუთოს სპეციალურ წარმომადგენლად გაეროში ავსტრიის ელჩი მარტინ საიდიკი შეიძლება დაინიშნოს.