ნატო მეტონიძის, ნიკოლოზ რაჭველისა და ლიზა ბათიაშვილის კონცერტები სტიქიით დაზარალებულებს მიეძღვნება
19 ივნისს, დიდ საკონცერტო დარბაზში დაგეგმილი ნატო მეტონიძის სოლო-კონცერტი 30 ივნისს გაიმართება და „INTROსპექცია – ამბავი ჩვენზე“ სტიქიის შედეგად დაზარალებულებს მიეძღვნება.
თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, ორგანიზატორების ინფორმაციით, იმ ადამიანებს, ვინც 19 ივნისისთვის კონცერტზე დასასწრები ბილეთები შეიძინეს, 30 ივნისს იგივე ბილეთებით შეეძლებათ დარბაზში შესვლა. კონცერტის დაწყების დროც უცვლელია და 20:00 საათზე დაიწყება. სტიქიის შედეგად დაზარალებულებს მიეძღვნება 28 ივნისს ნიკოლოზ რაჭველისა და მსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინის ლიზა ბათიაშვილის საქველმოქმედო კონცერტიც.