მოზარდმაყურებელეთა თეატრი საქველმოქმედო სპექტაკლს – „ჩვენ გველის დიდება“ ითამაშებს

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრი ღრმა მწუხარებას გამოხატავს 13 ივნისს თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს. მოზარდმაყურებელთა თეატრი მზად არის, დახმარების ხელი გაუწოდოს მათ, ვისაც დღეს ეს ყველაზე მეტად სჭირდება. 20 ივნისს, 19:00 საათზე, მოზარდმაყურებელთა თეატრის დიდ დარბაზში წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი „ჩვენ გველის დიდება“, რეჟისორი მანანა ბერიკაშვილი. სპექტაკლიდან შემოსული თანხა გადაირიცხება 13 ივნისის სტიქიისას დაზარალებულთა ფონდში. თეატრის თხოვნაა, ადგილზე მოიტანოთ საბავშვო ინვენტარი, პირველადი საჭიროების ჰიგიენური ნივთები, სათამაშოები, ტანსაცმელი, საკვები. თეატრის ფოიეში დაიდგმება შესაწირი ყუთი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები