კულტურის სამინისტრო სტიქიის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს დაეხმარება
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების (სსიპ) საქველმოქმედო ღონისძიებები 13 ივნისს სტიქიის შედეგად დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად გაიმართება.
დღეს, 13:30 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მოადგილეებთან ერთად, გამართავს ბრიფინგს სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების მიერ უახლოეს მომავალში დაგეგმილი საქველმოქმედო ხასიათის ღონისძიებების შესახებ. ბრიფინგს ქველმოქმედებაში ჩართული ორგანიზაციების ხელმძღვანელები დაესწრებიან. ღონისძიებებიდან შემოსული თანხა სტიქიის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს მოხმარდებათ.