ოპერა „მინდია“-ს საკონცერტო შესრულება გაიმართება, შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდებათ სტიქიის შედეგად დაზარალებულებს
თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი და ა.გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, უსამძიმრებენ გარდაცვლილთა ოჯახებს და სურთ მცირედი წვლილი შეიტანონ დაზარებული მოსახლეობის დახმარების საქმეში და მართავენ საქველმოქმედო კონცერტს. შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება სტიქიის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს.
17 ივნისს გრიბიედოვის თეატრში საღამოს 19.00 საათზე გაიმართება ოთარ თაქთაქიშვილის ოპერა „მინდია“-ს საკონცერტო შესრულება. შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება სტიქიის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს.
ფართო საზოგადოებას და განსაკუთრებით ჩვენს ერთგულ მსმენელს მოგმართავთ თხოვნით, მობრძანდეთ 17 ივნისს სპექტაკლზე. ამ ფორმით გამოვხატოთ სოლიდარობა და თანადგომა დაზარალებულების მიმართ. ბილეთის ფასია 5 ლარი. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ გრიბოედოვის თეატრის სალაროში და www.biletebi.ge-ზე. ერთად დავუდგეთ მხარში ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც გასაჭირში არიან!