სტიქიის ზონაში ნაპოვნია 16 ადამიანის ცხედარი, მაშველები კიდევ 12 პირს ეძებენ

მთლიანად სტიქიის ზონაში ამ დროისათვის ნაპოვნია 16 ადამიანის ცხედარი, მიმდინარეობს კიდევ 12 პირის სამძებრო ოპერაცია, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუციების მართვის სააგენტო ავრცელებს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მაშველები თბილისის სხვადასხვა რაიონში გაწმენდვით და სამძებრო სამუშაოებს ახორციელებენ. ღონისძიებებში საგანგებო სიტუაციის მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა უწყებაც. სტიქიის შედეგად დაზარალებულ მთავარ ზონებში ვაკე-საბურთალოსა და მთაწმინდის მიმდებარეტერიტორიებში მობილიზებულია ათეულობით სახანძრო და სამაშველო ჯგუფი, მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები, ჩახერგილი მანქანების ზედეპირზე ამოღება, ასევე, ხორციელდება დაზიანებული ხეების დამუშავება და გზის საფარის გადაწმენდა. მეხანძრე-მაშველების ნაწილი დახმარებას ზოოპარკის თანამშრომლებს ცხოველების დაბინავებაში უწევენ. იწმინდება ზოოპარკის შესასვლელი და საავტომობილო გზაც. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი მოადგილეებთან ერთად შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს შეხვდა და ვითარება დეტალურად გააცნო, ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ სამუშაოებში ჩართული სხვადასხვა უწყების და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც. სამაშველო ოპერაციებში ჩართულია სააგენტოს სპეც-ტექნიკა და ყველა საჭირო აღჭურვილობა. შემთხვევის ადგილებში მაშველების მუდმივი მობილიზებაა და უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება საჭირო სამაშველო ოპერაციები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები