უჩა ნანუაშვილი სტიქიის შედეგების გამოძიების აუცილებლობაზე ლაპარაკობს

დღეს სვანიძის ქუჩაზე სახალხო დამცველი მივიდა და სტიქიის შედეგების გამოძიების აუცილებლობაზე ისაუბრა.
„სახელმწიფომ უნდა გადახედოს პოლიტიკას, უფრო მეტი აქცენტები გააკეთოს პრევენციაზე, რადგან არავინ არ ვართ დაზღვეულნი, რომ მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდება. ჩნდება ლეგიტიმური და ჯერჯერობით პასუხგაუცემელი კითხვები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების დროს, რამდენად იყო გარემოზე ზემოქმედების შეფასება გაკეთებული? ეს კითხვები ჩნდება და ამ საკითხებს აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი“, – ამბობს უჩა ნანუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები