კონსერვატორიის დიდ დარბაზში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად კონცერტი გაიმართება

16 ივნისს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება კონცერტი სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად. კონცერტის პირველ განყოფილებაში ირანული ანსამბლი „ნასტარი“, ირანულ ტრადიციულ მუსიკას შეასრულებს. მეორე განყოფილება კი ქართულ ფოლკლორულ ანსამბლებს: „სახიობა“, „იალონი“, „ძირიანი“ დაეთმობა. კონცერტზე დასწრება თავისუფალია. მსურველებს საშუალება ექნებათ, დარბაზში განთავსებული შესაწირი ყულაბების საშუალებით დაეხმარონ სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები