გიორგი მარგველაშვილი: მე აუცილებლად ვთხოვ ნარმანიას…

გმირთა მოედანი ამ დრომდე ჩაკეტილი ზონაა. ზოოპარკში და მიმდებარე ტერიტორიაზე გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები არ წყდება.
მოხალისეები, ჯარისკაცები და მაშველები ერთად მუშაობენ. გმირთა მოედანი, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გაიხსნება, ასეთია ვიცე-პრემიერის განცახდება. კახი კალაძე ადგილზე გმირთა მოედანზე დედაქალაქის მერთან დავით ნარმანიასთან ერთად იმყოფებოდა და პირადად გაეცნო მდგომარეობას. „ყველაფერს ვეცდებით, რომ დღის ბოლომდე მოვახერხოთ გმირთა მოედნის გახსნა. ძალიან დიდია ზარალი, შესაბამისად შეიქმნება კომისიები, დაითვლება ეს ყველაფერი. დაზარალებულ მოსახლეობას მაქსიმალურად ექნება ჩვენი დახმარება და მხარდაჭერა, – ამბობს ვიცე-პრემიერი.
გმირთა მოედანზე ასევე მივიდა ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც და იმ ადამიანებს შეხვდა, რომლებიც საკუთარი ნებით მოვიდნენ მოედანზე და ეხმარებიან ადგილობრივ მცხოვრებლებს. პრეზიდენტმა მათ მადლობა გადაუხადა. „კონკრეტულად უნდა ვიცოდეთ, რამდენი ადამიანი რომელ ადგილას მივიდა და რას აკეთებს. მე აუცილებლად ვთხოვ ნარმანიას და იმედია, მალე ამ თქვენს კეთილ წამოწყებას ვუპასუხებთ. გარდა იმისა, რომ ძალიან დიდი დახმარებაა, ემოციურადაც წელში გამართვა არის, როცა ხედავ, რომ ხალხი შენს გვერდით დგას“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები