თბილისში იერუსალიმის ზოოპარკის სპეციალისტები ჩამოვლენ

ხვალ, თბილისში იერუსალიმის ზოოპარკის სპეციალისტები ჩამოვლენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მომხდარ ტრაგედიას ისრაელის მხარე გუშინ გამოეხმაურა და იერუსალიმის ბიბლიური ზოოპარკის დახმარება შესთავაზა.
“თბილისში მომხდარ ტრაგედიას მყისიერად გამოეხმაურა ისრაელის მხარე, რომელიც გვთავაზობს, ქ. იერუსალიმის ბიბლიური ზოოპარკის სპეციალისტების დახმარებას, კერძოდ, მოკლე პერსპექტივაში ზოოპარკის სპეციალისტების მოვლინებას თბილისში (სპეციალური აღჭურვილობით) თბილისის ზოოპარკიდან გაქცეული მხეცების უვნებელი ევაკუაციის მიზნით. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, თანამშრომლობას თბილისის ზოოპარკის აღდგენის მიზნით. იერუსალიმის ზოოპარკის სპეციალისტები ქ. თბილისში ხვალ ჩამოვლენ. ისრაელის მხარე ასევე მზადაა თბილისის მოთხოვნის შემთხვევაში თბილისში მოავლინოს მაშველების სპეციალური ჯგუფი. ისრაელური მხარის ინიციატივით იგეგმება სატელეფონო საუბარი თამარ ბერუჩაშვილსა და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ციპი ხოტოველს შორის”, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები