ირაკლი ღარიბაშვილი: თუ მანამდე რაღაც ისე არ იყო გაკეთებული, როგორც უნდა ყოფილიყო, ჩვენ ვართ ვალდებულნი, გამოვასწოროთ

 თუ მანამდე რაღაც ისე არ იყო გაკეთებული, როგორც უნდა ყოფილიყო, ჩვენ ვართ ვალდებულნი, გამოვასწოროთ“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “პოსტკრიპტუმის” პირდაპირ ეთერში  უპასუხა. ჟურნალისტის კითხვას, ფიქრობს თუ არა პრემიერი, რომ მომხდარი შესაძლოა, წინა ხელისუფლების დროს არასწორად განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს უკავშირდებოდეს, მან უპასუხა:

“ისე არ გაიგოთ, რომ მე ვაპირებ, წინა მთავრობას დავაბრალო მომხდარი, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს, აღინიშნოს სხვაობა მიდგომებში. რაც შეეხება ბრალდებებს და ექსპერტების შეფასებებს, ისინი ამბობენ, რომ ეს შეიძლება იყოს წინა ხელისუფლების დროს არასწორად განხორციელებული პროექტის ბრალი… მე სრულიად შემთხვევით, დაახლოებით ერთი საათის წინ ჩემი პრესსამსაუხურმა მაჩვენა ვიდეო, როდესაც ერთ-ერთი ექსპერტი ჯერ კიდევ 2011 წელს საუბრობდა ამ პრობლემაზე. მინდა,  ციტირება მოვახდინო –  “შესაძლოა ადიდებულმა ვერემ მთლიანად ჩაიტანოს გმირთა მოედანი მტკვარში”.  ჩვენ რაც გუშინ ვიხილეთ, ფაქტობრივად ეს იყო. ეს ადამიანი საუბრობდა სწორედ იმაზე, რომ არასწორი პროექტით მოხდა გზის გაყვანა. თუმცა, მე არ ვარ ექსპერტი, მირჩევნია სპეციალისტებს ვკითხოთ აზრი, უბრალოდ მაგალითისთვის მოვიყვანე, ეს ადამიანი ჯერ კიდევ სამი წლის წინ ამბობდა ამას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები