საზოგადოება “მოქალაქე ” მზადაა, დედაქალაქს ახალი ზოოპარკის აშენებაში დაეხმაროს

საზოგადოება “მოქალაქე ” თბილისში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ავრცელებს. ბიძინა ივანიშვილი მწუხარებას გამოთქვამს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო და თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საზოგადოება “მოქალაქე“ ყველაფერს გააკეთებს დაზარალებულთა დასახმარებლად. საზოგადოება ასევე გამოთქვამს მზადყოფნას, დაეხმაროს დედაქალაქს ახალი ზოოპარკის აშენებაში. “ბიძინა ივანიშვილი მწუხარებას გამოთქვამს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო, თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს და ყველაფერს გააკეთებს დაზარალებულთა დასახმარებლად; საზოგადოება ასევე გამოთქვამს მზადყოფნას, დაეხმაროს დედაქალაქს ახალი ზოოპარკის აშენებაში”, -აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები