კახა კალაძე: ძალიან რთულია იმაზე საუბარი, რამ გამოიწვია ტრაგედია

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის შეფასებით, რთულია იმაზე საუბარი, თუ რამ გამოიწვია ტრაგედია. როგორც კალაძემ „იმედის კვირაში“ ჩართვისას განაცხადა, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია აქტიურად გაგრძელდეს გაწმენდითი სამუშაოები და დაზარალებულ ადამიანებს დროულად აღმოიჩინონ დახმარება.

„მობილიზებულია ყველა სამინისტრო, ყველა დეპარტამენტი, მერიის შესაბამისი სამსახურები, სამაშველოები, სახანძროები. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ადგილობრივ მოსახლეობას თანადგომა გამოვუცხადოთ, დავეხმაროთ, მოხდეს გაწმენდითი სამუშაოები. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ დაზარალებულ ოჯახებს ხელი შეუწყოს სამომავლოდ.

დაახლოებით 65 ოჯახი ნამდვილად ვერ შეძლებს იქ ცხოვრებას. თბილისის მერიამ იქირავა ბინები, სასტუმროები და ეს ადამიანები გააგრძლებენ ცხოვრებას ამ ბინებში იქამდე, სანამ არ მოხდება მათი სახლების აღდგენა-აშენება.

ძალიან რთულია იმაზე საუბარი, რამ გამოიწვია ტრაგედია, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება ღიად საუბრობდა იმაზე, რომ ეს ყველაფერი გამოწვეული იყო ახალი ესტაკადის მშენებლობით. იქ არის გვირაბები, რომლის დიამეტრი არ არის შესაბამისი და არ არის მდინარის გამტარუნარიანი, თუმცა მე მაინც გამიჭირდება ამაზე საუბარი. მნიშვნელოვანი ახლა ის არის, რომ ჩვენ მაქსიმალურად გავაგრძელოთ გაწმენდითი სამუშაოები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები