აშშ-ს საელჩო თბილისში მომხდარი სტიქიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში დატრიალებული სტიქიური უბედურების გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.
“შეერთებული შტატების საელჩო უსამძიმრებს ყველას, ვისაც უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში თბილისში მომხდარი გამანადგურებელი წყალდიდობა შეეხო. ვგლოვობთ 12 ადამიანის დაღუპვას. ამ საღამოს ელჩი ნორლანდი მერ ნარმანიას ესაუბრა.
ელჩმა დაადასტურა ჩვენი მზადყოფნა, დავეხმაროთ მთავრობასა და ხალხს იმ დროს, როდესაც ისინი გარდაცვლილებს გლოვობენ, დაშავებულებს მკურნალობენ და ბუნებრივი კატასტროფისაგან მიყენებულ დანაკარგებსა და ზარალს ითვლიან”, -ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები