საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება მთელი ქვეყნის მასშტაბით თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივ და საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება მთელი ქვეყნის მასშტაბით თავისუფალია.
მათივე ცნობით, თბილისი-სენაკი-ლესელიძე, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი, ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის, თბილისი-წითელი ხიდის, მარნეული-სადახლოს, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის, ხაშური-ვალე-ახალციხის, ახალციხე-ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარის, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის, სენაკი-ფოთი-სარფის, თბილისის შემოსავლელი გზები თავისუფალია.
“მთელი ღამის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა მობილიზებული იყო, რათა საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება უმოკლეს დროში მომხდარიყო. წუხელ ღამით მომხდარმა სტიქიამ დედაქალაქი და წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი გზა დააზიანა”, – აღნიშნულია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები