თბილისში საცხოვრებელი სახლის საყრდენი კედელი ჩამოინგრა
თბილისში, ჩიქობავას 51 ნომერში სახლის საყრდენი კედელი ჩამოინგრა. სახლი, სადაც 32 ოჯახი ცხოვრობს, შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაინგრეს. განსაკუთრებული მდგომარეობის მიუხედავად, რამდენიმე ოჯახი ამ დრომდე ადგილზე რჩება.
ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, ზურაბ ჩიკვილაძე მათ დახმარებას და ქირით გაყვანას დაჰპირდა.
“დაახლოებით რვა ოჯახი იქნება გასაყვანი. ჩვენ მათ დაუყოვნებლივ გავიყვანთ, ვიმოქმედებთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში და აუცილებლად გამაგრებით სამუშაოებს დავიწყებთ”, – განაცხადა ჩიკვილაძემ.