რუსთავსა და გარდაბანში ორი საშაურმე დალუქეს

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დღეს, რუსთავში, ლეონიძისა და მესხიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე ი/მ ილგარ მამედოვის საშაურმე და გარდაბანში, აღმაშენებლის #48-ში მდებარე ი.მ. “რამინ მამედოვის” საშაურმე დალუქეს.
“სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან შესული სატელეფონო შეტყობინებების საფუძველზე რამდენიმე დღის წინ მოკვლევა ჩაატარეს, რომელიც ეხებოდა გარდაბანსა და რუსთავში შაურმით 10 ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ფაქტებს. სააგენტოს ინფორმაციით, შემოწმდა რუსთავში, ლეონიძისა და მესხიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე ი. მ “ილგარ მამედოვისა” და გარდაბანში, აღმაშენებლის 48-ში მდებარე ი.მ. “რამინ მამედოვის” საშაურმეებიც. შაურმის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა მეზოფილურ-აერობული, ფაკულტატურ-ანაერობული მიკროორგანიზმების, ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების, აურეუსისა და პათოგენური მიკროორგანიზმის – ლისტერია მონოციტოგენეზის არსებობა. სურსათის უვნებლობის სააგენტომ ორივე საშაურმეში ინსპექტირებისას მეპატრონეები 1000-1000 ლარით დააჯარიმა. ობიექტის მფლობელებს დღეს რეკომენდაციები გადასცეს, რომელთა შესრულების შემდეგ მოხდება საშაურმეების გახსნა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები