შავი ზღვის უნივერსიტეტის „რობოტიკის კლუბმა“ “ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს” საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის „რობოტიკის კლუბმა“ „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო“ კონკურსში გამარჯვება მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ „მეიქატრონის“ სახელით პროექტის ჩატარების უფლება მოიპოვეს.
როგორც ცნობილია, „მეიქატრონი“ არის კონკურსი, სადაც ნიჭიერი ადამიანები დასმულ საკითხზე ჯგუფურად უწყვეტ დროში მუშაობენ და ორი დღის განმავლობაში მიღებული შედეგები უნდა წარადგინონ.
ოფიციალური ინფორმაციით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ატარებს კონკურსს სოფლის მეურნეობის დარგში, რაც მიზნად ისახავს, თავი მოუყაროს განათლებულ და ნიჭიერ სპეცილისტებს, რათა მათ გადაჭრან სოფლის მეუნრნეობასთან დაკავშირებული პრობლემები.
ეს იქნება: მორწყვის, სეტყვისგან დაცვის, მოხვნის, დათესვის, მოსავლის აღების, ენერგო მომარაგების, შხამ-ქიმიკატებით შეწამვლის და სხვა მსგავსი სირთულეების იოლად გადასაჭრელად.
აღნიშნულ კონკურსში მონაწილეებს ექნებათ ტექნიკური მხარდაჭერა, იმისათვის, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სირთულეები გადაწყვიტონ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ისე, რომ მოსავლის მოყვანის ხარჯები შემცირებული იყოს და მოსავალი დაცული იყოს შემთხვევითი განადგურებისაგან.
კონკურსი დაიწყება 20 ივნისს და გაგძელდება 28 ივნისამდე. კონკურსის პირველივე დღეს მონაწილეებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც სპეციალურად იქნება მოწვეული კონკურსზე, მონაწილეებს დაუსახავს მიზანს თუ რისი გაკეთება სურთ და თუ როგორი შედეგი იქნება მისაღები. კონკურსის მონაწილეები შეირჩევიან ელექტრომოწყობილობებისა და ავტომატიზირებული სისტემების კარგი ცოდნით. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ულოცავს გიორგი უსანეთაშვილს „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ საგრანტო კონკურსში გამარჯვებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები