ტვიტერის გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

მიკრობლოგების სერვერ ტვიტერის გენერალურმა დირექტორმა დიკ კოსტოლომ თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ტვიტერის მიკრობლოგშია ნათქვამი. მის ადგილს დროებით ჯეკ დორსი დაიკავებს.
„მე ძალიან ვამაყობ ტვიტერის გუნდით და ყველაფერით, რასაც ამ კომპანიამ ჩემი ექვსწლიანი მუშაობის პერიოდში მიაღწია. ჩვენ გვაქვს მიზნებისა და პრიორიტეტების მკაფიო სტრატეგია“, – ნათქვამია კოსტოლოს განცხადებაში.
მიკრობლოგების სერვერი ტვიტერი 2006 წელს დაარსდა. კომპანიის შტაბბინა სან-ფრანცისკოში მდებარეობს. დიკ კოსტოლო ტვიტერში 2009 წელს მივიდა და ერთი წლის შემდეგ ოპერაციული დირექტორი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები