„წლის საუკეთესო მოთხრობის“ მფლობელი ცოტნე ცხვედიანის „ოქროს ქალაქი“ გახდა

საქართველოს მწერალთა სახლში, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ დაწესებული ლიტერატურული პრემიის – „წლის საუკეთესო მოთხრობის“ დაჯილდოება გაიმართა. ლიტერატურულმა პრემიამ 15 წლის იუბილე აღნიშნა და წლის საუკეთესო თხუთმეტი მოთხრობა მეთხუთმეტედ, ერთ კრებულად გამოსცა. პირველი სამი ადგილის მფლობელი მწერალი ფულადი პრიზებით დაჯილდოვდა. მესამე ადგილი მიშა ბახსოლიანს ერგო მოთხრობისთვის „სასაუზმე ბუდაპეშტი“, მეორე ადგილი ივა ფეზუაშვილმა დაიკავა მოთხრობით „ცა“. „წლის საუკეთესო მოთხრობის“ მფლობელი კი ცოტნე ცხვედიანის „ოქროს ქალაქი“ გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები