პრეზიდენტმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ განაცხადა და დასძინა, რომ 266 შეწყალებულიდან საპატიმროს 180 დატოვებს. ქორიძის ინფორმაციითვე, შეწყალებულთა შორის 14 ქალი და ერთი არასრულწლოვანია. 14 ქალი პატიმრიდან ციხეს 10 დატოვებს.
შეწყალებული პატიმრების ის ნაწილი, რომლებსაც სრულად გათავისუფლება შეეხოთ, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღეს დატოვებს. ამასთან, როგორც ქორიძემ აღნიშნა, შეწყალებული 226 პატიმრიდან 46 მსჯავრდებულს სასჯელი შეუმსუბუქდა. შეწყალების კომისიამ სულ 1329 განცხადება განიხილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები