16 ივნისს სამების ახალგაზრდულ ცენტრში „სიკეთის წიგნის“ წარდგინება გაიმართება

 

16 ივნისს, 19 საათზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში (წმ. სამების საკათედრო ტაძარი) გაიმართება კრებულის – ,,სიკეთის წიგნის” წარდგენა. წიგნში 80 – მდე თანამედროვე ავტორია შესული.

,,რამდენიმე თვის წინ, მე ჩავატარე საქველმოქმედო სახის პოეზიის საღამო, სადაც ავტორები საკუთარი წიგნებით მოვიდნენ… ეს იყო საოცარი ერთსულოვნება. წიგნები გაიყიდა და თანხა ადგილზევე გადაეცა სიმსივნით დაავადებულ გოგონას. მაშინ გადავწყვიტე, მადლობის ნიშნად, ქველმოქმედ ავტორთა კრებული გამომეცა. ამაში დამეხმარა გამომცემლობა „კალმოსანი” და ხვიჩა ყალაბეგაშვილი. 16 ივნისს, ყველა ავტორს საჩუქრად გადაეცემა წიგნი. ასევე ,,საქართველოს ქალთა საბჭო” აცხადებს ,,მადლიერების ” დღეს და ქველმოქმედ ავტორებს მადლობის წერილებს გადასცემს “, – განუცხადა „კვირას“ საქველმოქმედო საღამოს ორგანიზატორმა და ,,სიკეთის წიგნის ” შემდგენელმა ნინო მოდრეკილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები