სტიქიის გამო ახალციხესთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაიკეტა

ახალციხის რაიონის სოფელ აწყურში სტიქიის გამო ცენტრალური მაგისტრალი გადაიკეტა. ნიაღვარმა ნაშალი მასალა ჩამოიტანა, რამაც საავტომობილო გზა ჩახერგა.

აღნიშნულ ადგილას სამაშველოსა და საპატრულო სამსახურების ეკიპაჟები იმყოფებიან.

გზის გაწმენდა სპეციალური ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი და ახალციხის გამგებელიც. დღეს მოსულმა სეტყვამ ასევე ახალციხის სოფლებიც დააზიანა. განადგურებულია ნათესები, ნარგავები და ხეხილი. როგორც ახალციხის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, თუ რა რაოდენობის ზარალი მიიღო მუნიციპალიტეტმა, ამ დროისათვის უცნობია. ასევე ძლიერმა სეტყვამ გორის და ქარელის რაიონიც დააზიარალა. სტიქიამ ხეხილი და სასოფლო – სამეურნეო სავარგულები მთლიანად გაანადგურა, დახოცილია შინაური ფრინველიც. სტიქიის ზონაში ამ წუთებში არსებულ ვითარებას ადგილზე გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლები ეცნობიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები