ვლადიმერ ძნელაძემ საფეხბურთო გუნდის წევრი ბავშვები ნაყინის ქარხანაში ექსკურსიაზე წაიყვანა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატის ვლადიმერ ძნელაძის ინიციატივით შექმნილი საფეხბურთო გუნდის წევრებმა ნაყინის ქარხანა ,,თოლია’’ დაათვალიერეს. თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვები, რომელთა უმეტესობა დიდუბის რაიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველ ოჯახებს წარმოადგენენ, ნაყინის ტექნოლოგიას და ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის მუშაობას გაეცნენ.

საფეხბურთო გუნდის წევრებთან ერთად ნაყინის ქარხანაში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება – მრეწველების“ წევრები – გიორგი ტყემალაძე და ლევან დარახველიძე იმყოფებოდნენ.

,,მსგავსი აქციებით ვცდილობთ, ბავშვებს თავიდანვე ჩავუნერგოთ ინტერესი სხვადასხვა პროდუქციის წარმოების მიმართ, რაც შესაძლოა, მათი მომავალი პროფესიის განმსაზღვრელიც გახდეს’’,-განაცხადა ლადო ძნელაძემ.

ქარხნის დათვალიერების შემდეგ ბავშვებს საჩუქრად ნაყინები გადაეცათ. ვლადიმერ ძნელაძის ინიციატივით, ანალოგიური ექსკურსია „კოკა-კოლას“ ქარხანაშიც მოეწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები