ნინო ანანიაშვილი იაპონიაში, K-Ballets Company-თან ერთად, ა. ადანის „კორსარს“ იცეკვებს
პრიმა-ბალერინა, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი იაპონიაში K-Ballets Company – ის 15 წლისთავისადმი მიძღვნილ სპექტაკლებში მიიღებს მონაწილეობას.
13 და 14 ივნისს ნინო ანანიაშვილი იაპონიაში K-Ballets Company-თან ერთად ა. ადანის „კორსარს“ იცეკვებს. პრიმა-ბალერინას პარტნიორობას გაუწევს ამ კომპანიის პრემიერი იუსუკე ოსოზავა.
სპექტაკლის დამდგმელი ქორეოგრაფია დასის ხელმძღვანელი, Royal Ballet-ის ყოფილი პრემიერი ტეცუია კუმაკავა. სპექტაკლები ქალაქ ტოკიოში, ბუნკამურას ორჩერდ ჰოლში, გაიმართება, 20 ივნისს კი ქაალქ იოკოჰამაში, კანაგავა კენმინ ჰოლში იცეკვებს. გასულ წელს ნინო ანანიაშვილმა ტოკიოში ამ დასთან ერთად „გედების ტბის“ სამი სპექტაკლი იცეკვა. იაპონიაში ნინო ანანიაშვილი ნიუ-იორკიდან ჩავა, სადაც მონაწილეობდა ამერიკის ბალეტის თეატრის (ABT) საგაზაფხულო სეზონსა და კომპანიის 75 წლის საიუბილეო ღონისძიებებში. პრიმა-ბალერინა ამ დასში 16 სეზონის განმავლობაში ცეკვავდა. იგი ასევე მიწვეული იყო „Valentina Kozlova International Ballet Competition“ ჟიურის წევრად ანდრის ლიეპასთან ერთად.