ნატოს სამხედრო ბაზაზე თავდასხმას ათი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ყანდაარში ნატოს სამხედრო ბაზაზე თავდასხმას ათი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ნატოს. სამხედრო ობიექტს თავს დაესხა ცხრა ტერორისტი, დაიღუპა ერთი ჯარისკაცი. გავრცელებული ცნობებით, თავდამსხმელები სატვირთო მანქანით ცდილობდნენ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე შეღწევას, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. ცხრავე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. მომხდარზე პასუხისმგებლობა მოძრაობა “თალიბანმა” აიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები