ირა შენგელიას ფერწერული სერიის – „სტამბოლის ქრონიკა“ გამოფენა გაიხსნება
12 ივნისს, 20:00 საათზე, არტკაფე „პუნქტუმში“ ირა შენგელიას ფერწერული სერიის – „სტამბოლის ქრონიკა“ გამოფენა გაიხსნება. ნამუშევრები შავი-ყვითელის კონტრასტისა და ფრაგმენტული კადრების ასოციაციური დინების გადაკვეთაზეა აგებული, მოგზაურის ემოციური და ფაქტობრივი შთაბეჭდილებების დღიურს წარმოადგენს.