წიგნის „უკანასკნელი ცისფერყანწელი“ პრეზენტაცია გაიმართება
11 ივნისს, 17:00 სააათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შედგება ნინო ჩხიკვიშვილის წიგნის „უკანასკნელი ცისფერყანწელი“ პრეზენტაცია, რომელიც ეძღვნება პოეტ კოლაუ ნადირაძის ცხოვრებას და შემოქმედებას.
პრეზენტაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე, წიგნის ავტორი ნინო ჩხიკვიშვილი და გამომცემლობა „არტანუჯის“ მთავარი რედაქტორი ზვიად კვარაცხელია გაუძღვებიან.
წელს ქართველი პოეტის, ცისფერყანწელთა წევრის კოლაუ ნადირაძის დაბადებიდან 120 წელი შესრულდა. წიგნი „უკანასკნელი ცისფერყანწელი“ წარმოადგენს პოეტზე ბიოგრაფიული რომანის შექმნის და ცისფერყანწელთა ეპოქის გაცოცხლების პირველ მცდელობას. წიგნი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარ