არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სასკოლო კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების საზეიმო დაჯილდოება გაიმართა
დღეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სასკოლო კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების საზეიმო დაჯილდოება გაიმართა.
გამარჯვებულ მოსწავლეებს სპეციალური სიგელები და საჩუქრები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა ია პაპიაშვილმა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ და არასამთავრობო ორგანიზაცია ECOVISION-ის ხელმძღვანელმა ნინო სულხანიშვილმა გადასცეს.
ღონისძიებას საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალური მდივანი ქეთევან კანდელაკი ესწრებოდა. წელს კონკურსში მონაწილეობა ქვეყნის 200-ზე მეტმა სკოლამ მიიღო. კონკურსის შედეგად კი, 42 სკოლის 59 საუკეთესო ნამუშევარი გამოვლინდა. კონკურსის მონაწილე 200-ზე მეტ საუკეთესო ავტორსა და მათ ხელმძღვანელს „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ქომაგის“ წოდება მიენიჭა.