საქართველოს სახალხო არტისტის იამზე დოლაბერიძის საიუბილეო საღამო და ვარსკვლავის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართება
დღეს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული ქართველი მოცეკვავის, ი. სუხიშვილის სახელობის ქართული აკადემიური ეროვნული ბალეტის ყოფილი სოლისტის, საქართველოს სახალხო არტისტის იამზე დოლაბერიძის საიუბილეო საღამო და ვარსკვლავის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართება.
ღონისძიება საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ტარდება. საღამოში მონაწილეობენ: „სუხიშვილები“, „ერისიონი“, „რუსთავი“, „ცისფერი ტრიო“, „თეატრალური კვარტეტი“, ნუკრი კაპანაძე, მაია ჯაბუა, თამარ ჭოხონელიძე და მარიამ როინიშვილი.