ლიტერატურული პრემია „წლის საუკეთესო მოთხრობა“ -დაჯილდოება გაიმართება

11 ივნისს, 19:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში, ლიტერატურული პრემია „წლის საუკეთესო მოთხრობა“ -დაჯილდოება და მოთხრობების კრებულის „წლის საუკეთესო 15 მოთხრობა“ პრეზენტაცია გაიმართება.
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ მე-15 წელია გამოსცემს მოთხრობების კრებულს „წლის საუკეთესო 15 მოთხრობა“. ის იდეალური მეგზურია თანამედროვე ქართული ლიტერატურით დაინტერესებული პირებისთვის. კრებულში შესულია ლიტერატურულ პერიოდულ გამოცემებში, კრებულებსა და ინტერნეტში გამოქვეყნებულ მოთხრობათაგან 15 საუკეთესო. თხუთმეტივე ამავდროულად არის ნომინანტი „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ ლიტერატურული პრემიისა „წლის საუკეთესო მოთხრობა“. ამ კრებულში შესულია შემდეგი მოთხრობები: „სათამაშოების გამყიდველი“ – ნიკუშა ანთაძე, „სასაუზმე ბუდაპეშტი“ – მიშა ბახსოლიანი, „ლიდია“ – სალომე ბენიძე, „ბეთჰოვენის ხელკავი“ – ლაშა ბუღაძე, „მსროლელი“ – გელა გელაშვილი, „13 წლის გოგო, ვირთხის თათები და ვაშლი“ – ნინო თარხნიშვილი, „იაკობის ჭასთან“ – თეა თოფურია, „პასტორალია“ – ანა კორძაია-სამადაშვილი, „წყლის პირას, მურყნის ჭალაში“ – ლია ლიქოკელი, „ექსკლუზივი“ – გურამ მეგრელიშვილი, „ერთი თქვენგანი გამცემს“-რუსუდან რუხაძე, „ცა“ – ივა ფეზუაშვილი, „პრომეთეს ცეცხლი“ – თამრი ფხაკაძე, „ოქროს ქალაქი“ – ცოტნე ცხვედიანი, „ზღვის სუპი“ – ბესო ხვედელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები