ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში ლიტერატურულ კონკურსში „მცირე პროზა” გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან

15 ივნისს, 15.00 საათზე, თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში ლიტერატურულ კონკურსში „მცირე პროზა” გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან. კონკურსი მე–8 წელია ტარდება და დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდებში.
კონკურსი სტუდენტებისთვის არის განკუთვნილი და კონკურსის პირობების მიხედვით მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ მცირე პროზაული ნაწარმოებები: მოთხრობა, ესსე, ნოველა, ჩანახატი.

გაიცემა სამი ფულადი პრემია და ნომინაციები. გამარჯვებულთა ნაწაროებები დაიბეჭდება ლიტერატურულ ჟურნალებში: „ლიტერატურული პალიტრა” და ჩვენი მწერლობა”, რაც კონკურსანტებისთვის წახალისების კარგი საშუალებაა.1932132_901695193222834_1588192599_n
პროექტის ავტორია ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმის დირექტორი ნანა ელიზბარაშვილი, პროექტი  ხორციელდება მუზეუმის ორგანიზებით.

ყველა გამარჯვებული ნაწარმოები მოგვიანებით გამოიცემა ერთ კრებულად ( 2013 წელს მსგავსი კრებული მუზეუმმა უკვე გამოსცა). კონკურსის მხარდამჭერები არიან: თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, კულტურის საქალაქო სამსახური, თბილისის საკრებულო, კომპანიები: „გალფი“ და „სილქნეტი“, ეროვნული ბიბლიოთეკა, ქალაქის მთავარი ბიბლიოთეკა, „მაქსპრომ გროუფი“,     მეღვინეობის კომპანია “ხარება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები