გორში, მესხეთიდან ჩასული თეატრის დელეგაციის წევრს “ჟიგული” გაუქურდეს

გორში, ჟიგულის მარკის “06” მარკის ავტომანქანა გაძარცვეს. შემთხვევა გუშინ, იმ დროს მოხდა, როცა გორის თეატრში კომედიის ფესტივალი მიმდინარეობდა.

აღნიშნული ავტომობილი მესხეთიდან ჩამოსული თეატრის დელეგაციის წევრს ეკუთვნის. წაღებულია აკუმულატორი.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები