ადვოკატი ოქროპირიძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებას გაასაჩივრებს

მოკლული ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის ადვოკატი მისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების გასაჩივრებას შემდგომ ინსტანციაში აპირებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტებს პროცესის დასრულების შემდეგ ოქროპირიძის ადვოკატმა დავით მოდებაძემ განუცხადა და დასძინა, რომ მისთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.

“პროკურატურა ყველაფერს გააკეთებდა, რათა თითიდან გამოწოვილი ბრალდება გაეტანა და გიორგი ოქროპირიძე გარეთ არ გამოსულიყო. შესაბამისად, მას ორთვიანი პატიმრობა მიესაჯა.ველოდით მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას, არა იმიტომ, რომ კანონიერია; ველოდით იმიტომ, რომ ის, რაც წინა დღეებში მოხდა, გასაგები იყო”, -აღნიშნა დავით მოდებაძემ. შეგახსენებთ, რომ გიორგი ოქროპირიძის წინასასამართლო სხდომა 28 ივლისს, 12:00 საათისთვის ჩაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები