მგზავრის ბარგში აკრძალული მედიკამენტი აღმოაჩინეს
საბაჟო – გამშვები პუნქტის „მტკვარის“ ტერიტორიაზე, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტის „სედალგინის“ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. „მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე დაათვალიერეს აზერბაიჯანის მხრიდან შემოსული საქართველოს მოქალაქე ბ. მ.-ის ხელბარგი და მასში 16 აბი „სედალგინი“ აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურს“,-აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.