„თბილისის აეროპორტში“ 34 770 აშშ დოლარის შემოტანის ფაქტი გამოავლინეს
საბაჟო- გამშვები პუნქტის „თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული 34 770 აშშ დოლარის შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული თანხა რეისით დუბაი-თბილისი ჩამოფრენილი საქართველოს მოქალაქე ა.კ.-ის ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას აღმოაჩინეს. მოქალაქეს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის 13-ე ნაწილის თანახმად, სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.