ბათუმში ცხრა თვის ფეხმძიმე ქალს ნაყოფი დაეღუპა

ბათუმის სამშობიარო სახლში ცხრა თვის ფეხმძიმე ქალს ნაყოფი დაეღუპა. მომხდარში ოჯახის წევრები ექიმს ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ამის მიზეზი დაგვიანებული საკეისრო კვეთა იყო. საავადმყოფოში კი აცხადებენ, რომ მშობიარე ქალბატონი სამშობიაროში მკვდარი ნაყოფით შეიყვანეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბათუმის პოლიციაში მშობიარე ქალბატონის მეუღლე დაჰკითხეს.
„ბათუმის პოლიციაში მოხდა მშობიარე მეუღლის გამოკითხვა, რომელმაც განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით პოლიციის ჩარევას საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს. ოჯახი გეგმავს, რომ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიმართავს“, – აცხადებენ პრესსამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები