გენო კალანდიას 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება
დღეს, 17:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გამოჩენილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატის გენო კალანდიას 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.
გენო კალანდიას საუბილეო საღამოზე მონაწილეობას ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „აფხაზეთი“, აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, ჯგუფი „ფორტე“, სოფო და ბორის ბედიები მიიღებენ. მის ლექსებს წაიკითხავენ მსახიობები: მარინა კახიანი, მურმან ჯინორია, მერაბ ყოლბაია, გიორგი გასვიანი, ნინო შავგულიძე, დათო ბერაძე. საიუბილეო საღამოზე პოეტის ლექსების ორტომეულის პრეზენტაციაც გაიმართება.