აჭარის ხელოვნების მუზეუმი ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმში დაცულ ნამუშევრებს მასპინძლობს

აჭარის ხელოვნების მუზეუმში ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმში დაცული და ფართო საზოგადოებისთვის უცნობი ნამუშევრების გამოფენა მიმდინარეობს. გამოფენა საზეიმოდ გახსნა აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა და კულტურული მემკვდიერობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ახალი პროგრამა „მუზეუმის კოლექციიდან“ ეროვნული სააგენტოს მუზეუმებში დაცული ნამუშევრების პოპულარიზაციას და ქვეყნის მასშტაბით საზოგადოების ფიროსმანთან დაახლოებას გულისხმობს.
პროექტი წარმატებული აღმოჩნდა. ფიროსმანის მოგზაურობის პარალელურად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მირზაანში ფიროსმანის მუზეუმის საექსპოზიციო სივრცეებისა და ფონდების სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს. წლის ბოლომდე ასევე განხორციელდება ფიროსმანის ყველაზე რთულ მდგომარეობაში არსებულ ნამუშევართა – „შოთა რუსთაველის“ და „ქალი სააღდგომო კვერცხებით“ რესტავრაცია. გამოფენა ხელოვნების მუზეუმში 30 ივნისამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები