ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტთა ერთობლივი კონცერტი გაიმართება

დღეს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ასოციაცია „ვივაჩეს“ ინიციატივით, ქართულ-შვეიცარიული საქველმოქმედო პროექტის „ალპებიდან კავკასიამდე“ ფარგლებში, ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტთა ერთობლივი კონცერტი გაიმართება. ამ კონცერტით აღინიშნება ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტის საქართველოსთან თანამშრომლობის 15 წლის იუბილე. ქართველ და შვეიცარიელ სტუდენტებს კი მიეცემათ საერთაშორისო კონტაქტების დამყარების საშუალება, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ქართულ-შვეიცარიული კულტურული კავშირების გაღრმავებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები