სპექტაკლის „აურზაური არაფრის გამო“ პრემიერა გაიმართება

9-10 ივნისს, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართება. რეჟისორმა ლევან ხვიჩიამ უილიამ შექსპირის პიესა „აურზაური არაფრის გამო“ დადგა. შექსპირის ეს კომედია იშვიათად იდგმება ქართულ თეატრში. ოზურგეთის თეატრი კი ამ პიესას პირველად ახორციელებს.
ლევან ხვიჩია ერთ-ერთი საინტერესო რეჟისორია, რომელმაც რობერტ სტურუას სახელოსნო დაამთავრა და არა ერთი სპექტაკლი განახორციელა რუსთაველის თეატრში. მას სპექტაკლები დადგმული აქვს ასევე თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრშიც.
რეჟისორ ლევან ხვიჩიასთან ერთად საპრემიერო სპექტაკლზე იმუშავეს ცნობილმა ქართველმა სცენოგრაფმა, მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატმა ლომგულ მურუსიძემ, კოსტიუმების მხატვარმა ქეთევან ციციშვილმა და ქორეოგრაფმა მარიკა ქვეთაიამ. რეჟისორის ასიტენტი მაკა მამულაიშვილია. სპექტაკლში ოზურგეთის თეატრის სამივე თაობის მსახიობები მონაწილეობენ. მაყურებელი სპექტაკლში იხილავს საქართველოს დამსახურებულ არტისტებს ომარ ურუშაძეს და ნუგზარ ბარამიძეს. მათ პარტნიორობას უწევენ ირაკლი ვადაჭკორია, ლევან საღინაძე, გიორგი დოლიძე, ვახტანგ ჩხარტიშვილი, თემურ კვირკველია, ზვიად ჯორბენაძე, გენადი ნიკოლაიშვილი, ანი გოდერძიშვილი, შორენა გვეტაძე, თეა კეჭაყმაძე, ივანე ჩხაიძე. საპრემიერო ჩვენებები ოზურგეთის თეატრში ივნისის ბოლომდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები