ლალი ანთია გადავადებული სასჯელის მოხდის მიზნით დააკავეს

  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისთვის” ხელმძღვანელის ლალი ანთიას დაკავების ფაქტს ადასტურებენ. როგორც „კვირას“ სამინისტროში განუცხადეს, ლალი ანთია დაკავებული იყო თაღლითობის ბრალდებით და მან გარკვეული პერიოდი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაატარა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასჯელი გადავადებული ჰქონდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ლალი ანთიას სასჯელაღსრულების სისტემაში კვლავ შებრუნების შესახებ სამართალდამცველებს სასამართლომ მიმართა. შეგახსენებთ, ლალი ანთია არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისთვის” ხელმძღვანელი და ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის გიზო სართანიას დედაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები