ირაკლი კობახიძე: მინდა მადლობა გადავუხადო უკლებლივ ყველა საჯარო მოსამსახურეს, მადლობა ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მოსამართლეებს, პროკურორებს, უსაფრთხოების სისტემის თანამშრომლებს – სწორედ ამ ადამიანების შრომაზე და კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის განვითარება დღემდე და ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარება
მინდა ყველას გისურვოთ ბედნიერი და წარმატებული 2026 წელი, დარწმუნებული ვარ, რომ ეს წელი იქნება წარმატებული ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის – მინდა გისურვოთ ყველას ჯანმრთელობა, ბედნიერება და წარმატებები 2026 წელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს კეთილსინდისიერი და თავდაუზოგავი შრომისთვის.
„მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ მინისტრს, ასევე თქვენს მოადგილეებს, მინდა მადლობა გადავუხადო მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ასევე, თქვენს მოადგილეებს, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს. ის მიღწევები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, თითოეული თქვენგანის დაუღალავი შრომის და კეთილსინდისიერი საქმიანობის შედეგია. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო უკლებლივ ყველა საჯარო მოსამსახურეს. ყველას, ვინც დგას სახელმწიფო სამსახურში. მადლობა ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მოსამართლეებს, პროკურორებს, უსაფრთხოების სისტემის თანამშრომლებს. სწორედ ამ ადამიანების შრომაზე და კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის განვითარება დღემდე და ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარება. მინდა ყველას გისურვოთ ბედნიერი და წარმატებული 2026 წელი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წელი იქნება წარმატებული ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის. მინდა გისურვოთ ყველას ჯანმრთელობა, ბედნიერება, წარმატებები 2026 წელს“, – განაცხადა პრემიერმა.