საოკუპაციო ძალებმა ჩორჩანას მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე დააკავეს
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ჩორჩანას მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.